კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 245 მილიონს უახლოვდება.
8 ნოემბრიდან შეერთებული შტატები მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს. ჯო ბაიდენის ბრძანებით, ამერიკაში უცხო ქვეყნის მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის მქონე მოქალაქეები დაიშვებიან, 18 წლამდე პირებს კი კოვიდტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ.
სოციალურ დისტანციაზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა ტოკიოში. რთული ვითარებაა რუსეთში, სადაც გასულ დღე-ღამეში კოვიდით ინფიცირების რეკორდულად მაღალი რაოდენობა, 38 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა.