გამარჯვებით დაიწყო ვენის ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ესპანელი პაბლო ბუსტასი სამ სეტში 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რეიტინგის მეშვიდე ნომერი იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება.
საქართველოს პირველმა ნომერმა ესპანელი ჩოგბურთელი ისტორიაში მეორედ დაამარცხა.