დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭოზე არ ყოფილა მსჯელობა დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებასთან დაკავშირებით, მათ შორის, რუსეთთან დროებით საზღვრის დაკეტვაზეც.
ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა ვაქცინაციის ყოველმხრივ გააქტიურებასთან დაკავშირებით.
მისივე განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს წარადგინა პაკეტი ე.წ მწვანე პასპორტებთან მიმართებაში.
"ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ვაქცინაციის სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა. ეს არ არის მარტივი, თუმცა მე პირადად, როგორც ერთი ექიმი ვემხრობი ამას"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.