კორონავირუსით დღემდე 103927 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, ცხრა გარდაიცვალა - გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2021, 11:09 974 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საერთო ინფიცირების რიცხვიდან დაახლოებით 15% მოზარდებზე მოდის. 

ამირან გამყრელიძის თქმით, პანდემიის პირობებში კოვიდით 9 ბავშვი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ჩვილი. 

''კორონავირუსით დაინფიცირდა 103 927 - 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი. აქედან 6 979 დაჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და ცხრა იყო ლეტალური გამოსავალი. თუ არ ჩავთვლით სამ ჩვილს, დანარჩენ შემთხვევაში იყო თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი