აჭარაში კორომავირუსის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

25 ოქტომბერი 2021, 10:54 700 ნახვა

25 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორომავირუსის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 117 პირი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757 საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 501. მძიმე პაციენტია  132, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 პირი. 

1 022 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 595 - თბილისში, 222 - აჭარაში.

41 569 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 329 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი