სექტემბერ-ოქტომბერში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებულმა ზარალმა ხელვაჩაურში მილიონ ლარს გადააჭარბა, თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ დაზარალებულების შესწავლა დღემდე გრძელდება და შესაბამისად ზუსტი სტატისტიკა არ აქვთ, გეოლოგების მოთხოვნით 500-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, მათი ნაწილი სპეციალისტებმა შეისწავლეს და 25-მდე ოჯახი ქირით გაიყვანეს.
მერის მოადგილის ინფორმაციით სტიქიამ ჩაკეტა სოფლებთან მისასვლელი საავტომობილო გზაც. კახაბერ ფუტკარაძე ამბობს, რომ გეოლოგების დასკვნის მიხედვით კონკრეტულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. ახლა მერია ალტერნატიულ გზას ეძებს.
მსგავსი მდგომარეობაა აგარის მიმართულებითაც. ცნობისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სტიქიამ გასულ წელსაც დააზარალა, ზარალმა 3 მილიონ 600 ათას ლარს მიაღწია.