„მამაცობისთვის“ დააჯილდოვდა მეხანძრე-მაშველები რომლებიც ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეხანძრე-მაშველებს უწყებრივი მედლები გადასცა.ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო მიმდინარე საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 426 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, რომელთაც 29 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში წარმართეს სამაშველო ოპერაცია.