ბათუმში 2 დღის წინ მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია.განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით პოლიციამ 33 წლის კაცი დააკავა.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 21 ოქტომბერს, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს - 1977 წელს დაბადებულს ბათუმში, ჯაყელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.