მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია დაზარალებულთა ფონდს თბილისის მერიის მხრიდან - თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 13:43 1027 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, დღეს, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გატარებულია ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რაც ემსახურება დაზარალებულთა უსაფრთხოებას.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია დაზარალებულთა ფონდს თბილისის მერიის მხრიდან.

,,დღეს გამართულ თათბირზე, 8 ოქტომბერს, სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად, დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახების საკითხი განვიხილეთ. გატარებულია ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რაც ემსახურება მათ უსაფრთხოებას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, ბატონ კახი კალაძეს,  როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია დაზარალებულთა ფონდს თბილისის მერიის მხრიდან “ - განცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი