არც ერთი დღე არ ვყოფილვარ მეგის ქარდავას მოადგილე, ოპოზიციის ბრალდებები სასაცილოა - არჩილ ჩიქოვანი

21 ოქტომბერი 2021, 11:19 2249 ნახვა

ბათუმის მერობის კანდიდატის განცხადებით მისი მისამართით ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ არჩილ ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებს პროკურატურიდან მოწოდებული მასალები გააცნო.

"როგორც კი გაჟღერდა მძიმე ბრალდებები ჩემი მისამართით მივმართე აჭარის პროკურატურას. დღეს მივიღე პროკურატურის პასუხი. პირველი სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემი მისამართით არ არსებობს და არ მიმდინარეობდა არასოდეს. 2018 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე შესრულებული სამუშაოებში სავარაუდო  დანაშაულის ფაქტს ჩემი მისამართით, რაიმე სახის ბრალეულობა არ დგინდება. მეტიც ამ საქმეზე გამოძიება დასრულებულია და გამოვლენილია კონკრეტული დამნაშავე პირები.

არჩილ ჩიქოვანი არც ერთი დღე არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე. სასცილოა მსგავსი ბრალდება ,,ნაციონალური მოძრაობის'' მხრიდან, რომელმაც გამოზარდა თავის წიაღში სისხლის სამართლის დამნაშავეები"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი