ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები დაასახელა

20 ოქტომბერი 2021, 21:46 1438 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური მთავრობა წარადგინა, მათ შორის 4 მერობის მოადგილეობის კანდიდატი დაასახელა.

მერობის მოადგილეობის კანდიდატები არიან:

  • მამუკა ხაზარაძე - "ლელო";
  • ზურაბ ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება";
  • ელენე ხოშტარია - "დროა";
  • ირაკლი აბესაძე - "ნაციონალური მოძრაობა".

ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს დატოვებს.

“მე გამარჯვების შემდეგ აღარ დავიკავებ პარტიულ მაღალ თანამდებობას “ნაციონალურ მოძრაობაში” და რიგით წევრად დავრჩები. სანამ ვიქნები დედაქალაქის მერი, ორ პოზიციას ერთდროულად არ დავიკავებ”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ თბილისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატებიც დაასახელა.

  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური - სოფო ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობა“;
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მედეა მეტრეველი, პარტია "ლელო“; 
  • ანტიკორუფციული მიმართულების - შიდა აუდიტის სამსახური - გიორგი ნონიაშვილი "ევროპული საქართველო" 
  • შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი - მამუკა აჩბა, პარტია „ერთიანი საქართველო“;
  • მუნიციპალური ინსპექცია - დიმიტრი ბიძინაშვილი, პარტია „ნაციონალური მოძრაობა";
  • იურიდიულ სამსახურის ხელმძღვანელი - გიგა ლემონჯავა, პარტია „დროა";
  • მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა, "ნაციონალური მოძრაობა“;
  • ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი - ვასო ურუშაძე;
  • თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი - ნიკა ვაჩეიშვილი;
  • "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი - ბესო გაზდელიანი;
  • გლდანის გამგებელი - თენგიზ გიორგაძე, პარტია "ნაციონალური მოძრაობა“;
  • ნაძალადევის გამგებელი - ლევი დემეტრაშვილი;
  • დიდუბის გამგეობელი - დავით ნაფეტვარიძე;
  • ჩუღურეთის გამგებელი - კახა ჟღენტი;
  • ვაკის გამგებელი - საბა ბუაძე, პარტია "ლელო“;
  • საბურთალოს გამგეობა - ოთარ თავართქილაძე - პარტია „ერთიანი საქართველო"
  • ი​სნის გამგებელი - ლანა გალდავა, პარტია „ლელო“
  • სამგორის გამგე -  გულიკო ზუმბაძე;
  • კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა;
  • მთაწმინდის გამგებელი - თამაზ დათუნაშვილი, პარტია „ლელო“;
  • არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ანა ბიბილაშვილი.

თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია და ქართული "ოცნების კანდიდატი", მოქმედი მერი კახა კალაძე ერთმანეთს 30 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი