ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ეროვნული ლიგის მატჩს რეგულაციების სრული დაცვით მასპინძლობს

20 ოქტომბერი 2021, 19:24 1112 ნახვა

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბათუმში იმართება. ბათუმის ''დინამო'' თბილისის ''დინამოს'' მასპინძლობს.

საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% დაიშვება. მატჩზე დასწრების მსურველებს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, უნდა წარედგინათ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

მატჩზე მაყურებელთა შესვლა თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე დაიწყო და პროცესი რეკომენდაციების სრული დაცვით წარიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი