ვის შეუძლია გაიკეთოს გრიპის ვაქცინა უფასოდ - ამირან გამყრელიძის განმარტება

20 ოქტომბერი 2021, 12:06 896 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაიხსნას გრიპზე აცრები ყველა შერჩეული ჯგუფისთვის.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს ,,ტვინდემიასთან'' მიმართებაში ერთ-ერთი მთავარი პროფილაქტიკური ღონისძიებაა.

მისივე თქმით, ეს ჯგუფებია:

➤ შაქრიანი დიაბეტის მქონდე პირები

➤ დიალიზზე მყოფი პირები

➤ მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები

➤ საოჯახო ტიპის სახლებში მყოფი ბავშვები

➤ ც ჰეპატიტის მქონე ადამიანები

➤ ორსულები

➤ აივ ინფექციის მქონე პირები

➤ 60 წლის ზემოთ ხანდაზმულები

➤ პედაგოგები

➤ ორგანო გადანერგილი პირები

➤ ჯანდაცვის პერსონალი

➤ ვეტერინარიის და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი

➤ საბავშო ბაგა-ბაღების აღმზრდელები.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა ამ ჯგუფის მოქალქეებს შეუძლია პოლიკლინიკებში მივიდნენ და აიცრან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი