დათანხმდება თუ არა სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანას?

20 ოქტომბერი 2021, 10:55 932 ნახვა

იუსტიციის სამინისტროში, კონსილიუმმა,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან  კომენტარი სააკაშვილის პირადმა ექიმმა გააკეთა. ნიკილოზ ყიფშიძის განცხადებით, დოკუმენტების განხილვის შემდეგ პრევენციულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით  გადაწვეტილება მიიღეს. მისივე თქმით,  შესაძლოა ეს იყოს შაბათს ან კვირას. თუმცა მედიკოსი ამბობს, რომ   სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დამოკიდებული   იქნება   სააკაშვილის თანხმობაზე,  სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი,  კონკრეტული კლინიკაც. ამის ფონზე ექიმის რეკომენდაცია, რომ   2 დღის განმავლობაში მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის  სამედიცინო დაწესებულებაში.   

დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმის რეკომენდაციას ეს მაშ შემდეგ გაირკვევა როცა მასთან საპყრობილეში პირადი ექიმი შევა.

ნიკოლოზ ყიფშიძე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს დღეს მოინახულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი