ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიამ სამსახურში არ აღადგინა

20 ოქტომბერი 2021, 11:54 2792 ნახვა

სასამართლოს  გადაწყვეტილების  მიუხედავად ბათუმის საზღვაო აკადემიამ პროფესორი ვაჟა ანანიძე სასწავლო დაწესებულებაში არ აღადგინა. მიზეზად პროფესორს წერილობით აცნობეს, რომ ტოლფასი თანამდებობა აკადემიაში აღარ არსებობს. ანანიძის განცხადებით მისი პოზიცია ადმინისტრაციაში გაზაფხულზე გაუქმდა.

პროფესორი აქციების გამართვას ისევ აპირებს, აცხადებს, რომ ამჯერად აკადემიაში არსებულ ხარვეზებზე მეტ ინფორმაციას გააჟღერებს.  

მაუწყებელი ბათუმის საზღვაო აკადემიასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, სამართლებრივი დავის პარალელურად კი აკადემია კომენტარს არ გააკეთებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, პროფესორ ვაჟა ანანიძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საზღვაო აკადემიას განაცდურთან ერთად თანხის გადახდა ჯარიმის სახით და სამსახურში მისთვის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დაევალა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი