“დაიცავი საკუთარი თავი-დაეხმარე სხვებს” - ქართულ-ესტონური პროგრამა

20 ოქტომბერი 2021, 11:54 899 ნახვა

სკოლებში საპილოტე პროგრამა "დაიცავი საკუთარი თავი და დაეხმარე სხვებს" დაიწყო. საგრანტო პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "თანამშრომლობა განვითარებისთვის" ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი ბავშვთა უსაფრთხოების საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მიმართულებით, ესტონეთის გამოცდილების გაზიარებაა.

ესტონეთის დელეგაციამ პირველი ვიზიტის ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებს ესტონეთში დანერგილი პროექტი წარუდგინა, ასევე ესტონეთის წითელმა ჯვარმა, პოლიციის დეპარტამენტმა და სამაშველო საბჭომ ქობულეთის საჯარო სკოლებში პირველადი გადაუდებელი დახმარების, კიბერბულინგისა და სახანძრო/წყლის უსაფრთხოების თემატიკაზე სიმულაციური გაკვეთილები ჩაატარეს.  

პროექტში ჩართული მხარეებმა კი განათლების სამინისტროში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი