საქართველოში კორონავირუსის 5219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

20 ოქტომბერი 2021, 10:46 1058 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 5219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან​ გამოჯანმრთელდა 2348 პირი, გარდაიცვალა 42.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 301 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 635 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 666 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.79% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.02%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა, აჭარა - 142, იმერეთი - 907, ქვემო ქართლი - 375, შიდა ქართლი - 442, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 879, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 872.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი