"შემოდგომის სერია 2021" - ტურნირი სროლაში

19 ოქტომბერი 2021, 10:02 1667 ნახვა

დასრულდა "საქართველოს პრეციზიული სროლის" ფედერაციის მიერ ორგანიზებული პირველი სარეიტინგო ტურნირი გონგებზე ზუსტ სროლაში. "შემოდგომის სერია 2021" სართიჭალაში ჩატარდა და მასში 16 მსროლელი მონაწილეობდა. ორასიდან რვაას მეტრ დისტანციაზე სროლაში სულ შვიდი ეტაპი ჩატარდა. საერთო ჯამში მონაწილეებმა 50 ვაზნა ისროლეს.

ტურნირში მონაწილეობდა ბათუმელი მსროლელების კლუბი "ვესტ ფრონტი". შვიდი ეტაპის შემდეგ 37 ზუსტი სროლით პირველი ადგილი ირაკლი ვეშაპიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ზურაბ დოლენდაშვილი გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი გიგა მრელაშვილმა აიღო.

საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაცია მიმდინარა წლის 1 ივნისს დაარსდა და აღიარებულია მსოფლიო პრეციზიული სროლის ფედერაციის მიერ. ორგანიზაცია შემდეგი წლის ზაფხულამდე კიდევ სამი სარეიტინგო ტურნირის ჩატარებას აპირებს.

საუკეთესო შედეგების მქონე მსროლელებით ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც 2022 წლის აგვისტოში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი