ევროპელი პოლიტიკოსების წერილი - შეფასებები

18 ოქტომბერი 2021, 19:39 939 ნახვა

ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროპარლამენტარების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა უნდა შეწყდეს. მიმართვის ადრესატები: ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის  პრეზიდენტები არიან. „უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს“ - ეს არის ერთი ციტატა ტექსტიდან. დოკუმენტში ისიცაა აღნიშნული,რომ 2012 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, დრო იყო, სხვა მმართველ პარტიას ჰქონოდა შანსი, განეხორციელებინა მართლმსაჯულების საჭირო რეფორმები, რათა გაგრძელებულიყო წინსვლა სრული დასავლური ინტეგრაციისკენ. ხელმომწერთა შორის ლატვიისა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტებიც არიან. ქართულ ოპოზიციას მიაჩნია,რომ მიხეილ სააკშვილი პოლიტპატიმარია. მმართველი პოლიტპარტიის აზრით კი, ნაწამები და ღირსება შელახული ადამიანები დაკავშირებული არიან ექსპრეზიდენტის მიერ შექმნილ მმართველობასთან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი