საფრანგეთში „რუსულ მაფიასთან“ კავშირში ბრალდებული ქართველები დააკავეს

18 ოქტომბერი 2021, 11:45 940 ნახვა

საფრანგეთში დააკავეს ქართველები და სომხები, რომლებსაც კავშირი აქვთ „რუსულ მაფიასთან“, - შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ ამიენის სამართალდამცავებმა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სტრუქტურის საქმიანობა აღკვეთეს, კერძოდ, „რუსულ მაფიასთან“ კავშირის მქონე, სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომობილებით.

საფრანგეთის პოლიციის თანახმად, დაკავებულია 37 პირი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი