ბასილაშვილი მასტერის ფინალში დამარცხდა

18 ოქტომბერი 2021, 08:22 924 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალში დამარცხდა. თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. 

ნიკა ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელია რომელიც  1000 ქულიანი ტურნირის ფინალში გავიდა.

ბასილაშვილი ფინალურ დაპირისპირებაში 26 წლის ბრიტანელ კამერონ ნორის დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.

შეხვედრა 1 საათი და 51 წუთი გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის ფინალში გასვლით 510 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 36-ე ადგილიდან 27-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში