ოჯახი დახმარების მოლოდინში

17 ოქტომბერი 2021, 18:00 1059 ნახვა

ხელვაჩაურში მცხოვრები ზოიძეების ოჯახი უკვე ორი წელია დახმარების მოლოდინშია. მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები 6 წევრიან ოჯახს უხვი ნალექის დროს შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ყოველ გაწვიმებაზე საცხოვრებლის მიმდებარედ მეწყრული პროცესები ვითარდება.

ოჯახს აქვს გეოლოგიური დასკვნა სადაც წერია, რომ საჭიროა შენობის ზედა მხარეს ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება.ზოიძეების პრობლემის შესახებ იციან მერიაში. ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით ზოიძეების საცხოვრებელთან დამცავი ჯებირის მოწყობა ამ წლის ბიუჯეტში შესაძლოა არ განხორციელდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში