ზაურ ახვლედიანის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანება დავით გაბაიძემ უკვე დაწერა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ არჩევანი ახვლედიანზე კვალიფიკაციის ნიშნით გააკეთა, გარდა ამისა მასთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. თავად ზაურ ახვლედიანი ახალ თანამდებობაზე შეთავაზებას კარიერული წინსვლის და განვითარების მოტივით დათანხმდა. ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტიის დატოვება არჩევნებამდეც ჰქონდა გადაწყვეტილი, რაც თანაპარტიელებთანაც იყო შეთანხმებული.