საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1298 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 093 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 592, „პისიარ“ ტესტით – 17 501.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,58%, ბოლო 14 დღის – 7,58%, ბოლო შვიდი დღის – 8,75%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 652 677 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 608 861 გამოჯანმრთელდა, 9 396 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 899 938 აცრა, დღიურად აცრილია 3 843.