რუსეთში კოვიდ-19-ით გარდაცვალების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

13 ოქტომბერი 2021, 13:51 891 ნახვა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 984 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების შემდეგ . ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 28 ათას 717 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში