მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები პრიშტინაში კოსოვოს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამით მსოფლიოს შესარჩევ მატჩებში ნაკრების 9 წლიანი და 23-მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბოლო შეხვედრას 11 ნოემბერს გამართავს, როცა შვედეთს უმასპინძლებს.