საქართველოში კორონავირუსის 4837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1586 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 386 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 217, „პისიარ“ ტესტით – 17 169.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,79%, ბოლო 14 დღის – 6,95%, ბოლო 7 დღის – 8,52%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 645 195 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 605 581 გამოჯანმრთელდა, 9 332 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 889 200 აცრა, დღიურად აცრილია 6 837.