როგორია ნანგრევებიდან გადარჩენილი 37 წლის კაცის მდგომარეობა

12 ოქტომბერი 2021, 11:18 1538 ნახვა

ბათუმში, სახლი ჩამონგრევის შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსების განცხადებით, თუ დადებითი დინამიკა შენარჩუნდა ხვალ პაციენტს რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ. 

''პაციენტის მდგომარეობა დღეისთვის არის სტაბილური. გვაქვს დადებითი დინამიკა. სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. ლაბორატორიულ-კლინიკური კვლევებითაც შეინიშნება დადებითი მაჩვენებლები და დინამიკა. პაციენტთან ძირითადად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები. თუ ასეთი სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა ხვალ უკვე პალატაში გადავიყვანოთ. მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი'' - განაცხადა დეა ქაჯაიამ. 

37 წლის ზვიად თავდგირიძეს მაშველები 11 საათის განმავლობაში ეძებდნენ. საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის დროს ის სახლში მარტო იმყოფებოდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი