ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები - ირაკლი ღარიბაშვილი 

11 ოქტომბერი 2021, 14:55 1866 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ ბათუმში ისაუბრა. პრემიერი სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. 

„აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენც, ცენტრალური ხელისუფლებაც, მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით, რომ მაქსიმალურად დროულად, ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამასთან, ფულადი კომპენსაციებიც, იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში. 

ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები. ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნეს დაშვებული. 

მოგეხსნებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა 3 პირი, რომელიც ამ დანაშაულში იკვეთება. ამ უბედურ შემთხვევაში, ტრაგედიაში. დავარქვათ ამას გულგრილობა თუ გაუფრთხილებლობა - ამას ბუნებრივია გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი