აჭარაში კოვიდის გამო ერთი სკოლა დაიხურა, 28 კლასი კი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ხელვაჩაურის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში კორონავირუსი სკოლის პერსონალს და მოსწავლეს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგიური რისკების შეფასების შემდეგ სპეციალისტებმა სკოლის ორი კვირით ონლაინ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში ასევე ერთი საბავშვო ბაღი და 9 ჯგუფი დროებით დაიხურა.
ნინო ნიჟარაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა.
''უკანანსკნელი კვირის განმავლობაში, სხვადსხვა ფაქტორის გათვალისწინებით ყოველდღიური სტატისტიკა ოდნავ მომატებულია, ვიდრე ეს იყო ორი კვირის წინ. საყურადღებო პერიოდი გვაქვს, რისკები და მობილობა მომატებულია. რეკომენდაციები მკაცრად უნდა იყოს დაცული. ხვალ და ზეგ შედარებით მაღალ ციფრებს ველოდებით'' - განაცხადა მინისტრმა.
ქედაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა სოფელ პირველი მაისისა და ახოს საბავშვო ბაღებში.
ახოს საბავშვო ბაღში ვირუსი აღსაზრდელის დას დაუფისქირდა, ხოლო პირველ მაისში მასწავლებელს.
სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდა, მხოლოდ იმ ჯგუფებში, სადაც კოვიდი დაფიქსირდა. მშობლებს ბავშვები ბაღში დღეს აღარ მიუყვანიათ. შესაბამისად სააღმზრდელო პროცესი არცერთ ჯგუფში არ ტარდება.
საქართველოში, საკლასო ოთახებში სწავლა ერთი კვირის წინ განახლდა.