ფიგურულ ციგურაობაში გრან პრიზე ქართულმა წყვილმა წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა. ავსტრიის ქალაქ ლინცში იუნიორთა შორის გამართულ შეჯიბრებაში კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა 8 ქვეყნის 13 სპორტულ წყვილს შორის , ორი პროგრამის შედეგით 179.27 ქულა მოაგროვა და სეზონში საუკეთესო პირადი შედეგი დააფიქსირა.
კარინა საფინა და ლუკა ბერულავა სლოვაკეთისა და ავსტრიის ეტაპებზე მოპოვებული მე-2 და მე-3 ადგილებითა და საერთო რეიტინგული 347,54 ქულით წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდნენ და მსოფლიო რეიტინგული სიის შუალედური ლიდერები გახდნენ.