უბედურ შემთხვევას ერთადერთი გადარჩენილი ჰყავს და ეს 37 წლის ზვიად თავდგირიძეა. იგი მკურნალობის კურსს კლინიკა „მედცენტში“ გადის.
ახალგაზრდა მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ტრავმული შოკი, რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, მოტეხილობა-მედიკოსები დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ. დაშავებულის ამოყვანა ნანგრევებიდან მაშველებმა 11 საათის შემდეგ შეძლეს.