ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ქალი და 12 წლის ბავშვი.
იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ გადაასვენა.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია.
რვა ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვლილია 35 წლის ქალი, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამდე, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მისი 2 შვილი -1 და 9 წლის ბავშვები. ორივე არასრულწლოვანი გარდაცვლილი იყო. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.