მაშველებმა ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

09 ოქტომბერი 2021, 00:57 4619 ნახვა

ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ გადაასვენა.

რამდენიმე წუთით ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. დაშავებული კაცია და ის ნანგრევებიდან ამოყვანისას კონტაქტური იყო.

მანამდე ნანგრევებიდან ქალი, უფრო ადრე კი შენობის წინ მდებარე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს.

ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს, ქალი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში