წელს შედარებით ადრე აცივდა, მთის მწვერვალებზე პირველი თოვლიც მოვიდა და ბუნებრივია ამ დროს, მთის სოფლებში ზამთრისთვის მზადებას იწყებენ. დაკონსერვებული პროდუქტი უკვე დაბინავებულია. საკვების მარაგთან ერთად, მთავარი საზრუნავი შეშაა, რომლის გარეშეც მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრება შეუძლებელია, თუმცა იგი ძვირია.