არჩილ ჩიქოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

06 ოქტომბერი 2021, 18:32 1708 ნახვა

პარტია "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე თქმით, თავს კარგად გრძნობს და საარჩევნო კამპანიას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.

"სამწუხაროდ, განსხვავებულ რეჟიმში, დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება. ორი დღეა ვიმყოფები თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტის საფუძველზე დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ, თავს ვგრძნობ კარგად.

ძალიან მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას. წინ მეორე ტურია, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებ თქვენთან ერთად. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის" , - წერს არჩილ ჩიქოვანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი