„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შემცირებულია დემოკრატიული სტანდარტები, არ იყო თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო და ამასთან ბოროტად იყო გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი. „ევროპის სახალხო პარტია“ მესამე პრეზიდენტის დაკავების საქმესაც ეხმაურება, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში. „ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააუმჯობესონ პოლიტიკური გარემო და მეორე ტურის არჩევენბში დაცული იყოს თავისუფალი და სამართლიანი გარემო, ასევე შეწყვიტონ პოლიტიკური ოპონენტების დევნა.