Facebook Messenger-ის, WhatsApp-ის და Instagram-ის მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება

04 ოქტომბერი 2021, 19:50 1909 ნახვა

Facebook-ის, Messenger-ისა, WhatsApp-ის  და Instagram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა.

ინტერნეტპლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებლებს შეტყობინებების გაგზავნის, სერვერთან დაკავშირების და აპლიკაციაში შესვლის პრობლემა შეექმნათ. 

ვებ-გვერდის ცნობით, მომხმარებელთა 81%-ი ვებ-გვერდის გახსნას ვერ ახერხებს, 11% სერვერს ვერ უკავშირდება, 8% კი აპლიკაციაში შესვლის სირთულეებზე მიუთითებს.

რამ გამოიწვია სოციალური ქსელები შეფერხება ჯერ ჯერობით უცნობია. კომპანიას შეფერხებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში