ხელვაჩაურში, მცხოვრებ 50 ეკომიგრანტ ოჯახს, აჭარის მთავრობამ ბინები გადასცა. ორი ხუთსართულინი კორპუსი სოფელ კაპრეშუმში პირველი კატეგორიის ეკომიგრანტებისთვის აშენდა, რომლებიც მიწისძვრის და მეწყრის შედეგად საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. ბინების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წლის ბიუჯეტით ხულოსა და ბათუმში კიდევ 133 ბინიანი სახლები შენდება. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის მთავრობის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტად რჩება.