ნიკოლ ფაშინიანი - მზად ვარ შევხვდე აზერბაიჯანის პრეზიდენტს

04 ოქტომბერი 2021, 11:42 699 ნახვა

მზად ვარ, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შევხვდე და თან წავიღო დანაღმული ტერიტორიების ყველა რუკა, რაც გვაქვს და მოვუწოდებ ილჰამ ალიევს, რომ თან წამოიყვანოს ომის ყველა ტყვე - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ლიეტუვაში ვიზიტის დროს განაცხადა.

 „აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ის მზად არის ჩემთან შესახვედრად. ნება მომეცით ვთქვა, რომ მე ჯერ კიდევ ივლისში ვთქვი, რომ სომხეთი მზად არის შეხვედრებისთვის როგორც მაღალ, ისე უმაღლეს დონეზე, რაც ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრ-პრეზიდენტს შორის დონეზე შეხვედრას. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მე ვთქვი, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი ელოდება გადაწყვეტას“, - განაცხადა ფაშინიანმა. შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, თუმცა არა შეხვედრა შეხვედრისთვის - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი