ბათუმში მეორე დღეა წვიმს. უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა ისევ დაიტბორა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აღმაშენებლის, თავდადებულის, ბაგრატიონის, შავშეთის ქუჩებზე და ე.წ. ჭაობის დასახლებაში.
ქუჩებში ავტომობილით გადაადგილება გართულებულია.
''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ცხელ ხაზზე 7 შეტყობინება შევიდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები. რამდენიმე ქუჩა სრულად არის დატბორილი.
6 ოქტომბრის შუადღემდე, ქვეყანაში არამდგრადი, ნალექიანი და ცივი ამინდია მოსალოდნელი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.