დღეიდან, 4 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო ბაღებმა მუშაობა განაახლეს.
სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ბაღის თანამშრომლებსა და ბავშვებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. აღმზრდელებისა და ძიძებისთვის ასევე სავალდებულოა პირბადის ტარება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში სწავლა 31 აგვისტოდან შეზღუდული იყო.
საჯარო და კერძო სკოლებშიც, სწავლა საკლასო ოთახებში დღეიდან განახლდა.