ბათუმის საკრებულოში 19 წევრი ოპოზიციიდან, 16 მმართველი გუნდიდან იქნება - წინასწარი შედეგები

03 ოქტომბერი 2021, 19:09 3956 ნახვა

წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოში პროპორციული სიით 4 პარტიის წარმომადგენლები შევლენ.

ესენია: "ქართული ოცნება“, "ნაციონალური მოძრაობა", "გახარია საქართველოსთვის“ და "ლელო“.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ“ - 39.42%  მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 38.34 %, "გახარია საქართველოსთვის“ - 10.4%  და "ლელომ“ 3.2%.

შესაბამისად, "ქართული ოცნება“ 35-წევრიან ბათუმის საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს, რასაც  პროპორციული სიით 4 მაჟორიტარი დაემატება. "ნაციონალური მოძრაობა" 12 წევრს შეიყვანს, რასაც 3 მაჟორიტარი დაემატება.

ბათუმის საკრებულოში "გახარია საქართველოსთვის'' სამი, ხოლო "ლელოს" ერთი წარმომადგენელი ეყოლება. 

საკრებულოს არჩევნებში 16 პარტია მონაწილეობდა. 3%-იანი ბარიერი კი მხოლოდ ოთხმა გადალახა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი