დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში, დიდი პატივია ჩვენთვის მერვედ გამარჯვება - ირაკლი ღარიბაშვილი 

02 ოქტომბერი 2021, 20:08 1371 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მხარდამჭერებსა და ''ქართული ოცნების'' კანდიდატებს გამარჯვება მიულოცა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდა. 

''დიდი პატივია ჩვენთვის დღეს მერვედ გამარჯვება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ ''ქართული ოცნების'' თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას.

ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენ პარტიას, ქვეყანას და ხალხს ვულოცავ. დღევანდელი გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, სრულიად საქართველოს და ჩვენს ძვირფას საზოგადოებას. 

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს. მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში. დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა. ხვალიდან  უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარებისა და სტაბილურობის ხანა'' - განაცხადა პრემიერმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი