მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათ წევრს აჯიმურად მურადოვს ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი თავს დაესხა.
ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფება პოლიციის სამმართველოს უფროსი. მისი განცხადებით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საარჩევნო პროცესის ხელისშეშლის მუხლით.