ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის განცხადება

30 ნოემბერი 2016, 00:00 3409 ნახვა

პრემიერ-მინისტრის მიერ ონლაინ სესხების გაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციამ თემასთან დაკავშირებით 5 პუნქტიანი მიმართვა გაავრცელა. წერილში ნათქვამია, რომ კომპანიები მიესალმებიან მთავრობის სურვილს მოხდეს დარგის რეგულაცია და მარეგულირებელ ინსტიტუტად ეროვნულ ბანკს მიიჩნევენ. განცხადებაში, რომელსაც ხელს 10 ონლაინ საკრედიტო ორგანიზაცია აწერს, კომპანიები ქვეყნის მთავარი ბანკისგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასაც ითხოვენ.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი