კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა, რის გამოც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივარი დაწერა.
ცესკოს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია.
„როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“, - განაცხადა იოსელიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების ლოგოიანი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო.
“დილით როგორც ყოველთვის რვა საათზე წავედი, შევეცადე პირველი ამომრჩეველი ვყოფილიყავი. არ მივაქციე ყურადღება რომელი პირბადე გავიკეთე, ეს დარღვევა არის. ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და როგორც ვხვდები, ჯარიმის გადახდაც მომიწევს'' - განაცხადა კახა კუჭავამ.