სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს

01 ოქტომბერი 2021, 22:23 1114 ნახვა

ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"მადლობა სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალპროფესუნალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა, პირიქით, გაძლიერდება, დაცულია საზღვარი ტერიტორია და კანონის უზენაესობა.

ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია, სასიამოვნო არ არის, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს, რადგან ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება. არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო, იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი სწორედ ამ პიჯაკით და შიშველი ხელებით ერთად ვებრძოდით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესსა და კანონს. ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავის ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა, რადგან მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოქალაქეობა დატოვა. დღეს როცა სახელმწიფო საზღვრისა და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცველი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა. რაც მთავარია, იმიტომ, რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა, ყველა საერთაშირისო რჩევებსა და გაფრთხილების მიუხედავად, რაც ბოლო პერიოდში მოდიოდა. აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელ სახელმწიფო მშენებლობის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი