მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქზე" ახალი ვიდეო ვრცელდება

01 ოქტომბერი 2021, 20:39 1138 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე ახალი ვიდეომიმართვა გავრცელდა.

ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ამხნეევებს და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. 

"დიდი ალბათობით, მე ახლა დამაკავებენ თბილისში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაფრის არ შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა, თქვენ იცით. მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი არ მქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი