საქართველოში კორონავირუსის 1751 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1633.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 657 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 199, „პისიარ“ ტესტით – 14 458.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის – 5,8%, ბოლო 7 დღის – 5,22%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 614 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 586 704 გამოჯანმრთელდა, 8 976 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 799 446 აცრა, დღიურად აცრილია 12 562.